Сообщения

Сообщения за 2017
  კურსის  რეფლექსია 2 017 წლის    30აპრილს დავიწყეთ  ინტელის საგანმანათლებლო  კურსი პროექტებით   სწავლება   ისტ -  ის   ტექნოლოგიების   გამოყენებით .  ამ   მეთოდის  სწავლებით   ჩემს   მოსწავლეებს   განუვითარდებათ   მაღალი   დონის      სააზროვნო  უნარები ,  გაიზრდება   მათი   ჩართულობა   სასწავლო   პროცესში   და     დაეხმარება  მათ   სასწავლო   სტანდარტის   მიღწევასა  ( ეროვნული   სასწავლო   გეგმის   შედეგზე გასვლაში )  და  21- ე   საუკუნის   უნარ - ჩვევების   განვითარებაში .  შევქმენით   პორტფოლიო   თითოეული   მოდულის   მასალის   შესანახად . გავეცანით     პორტფოლიოს   რუბრიკას .  ცხრა   დღის   განმავლობაში   ნაბიჯ - ნაბიჯ   ვმუშაობდით     პორტფოლიოს   წარმოებაზე .  ტრენინგის   პარალელურად   მქონდა   დაგეგმილი   კლასში   პროექტი  ,,შემოქმედი ”  ,  რომელიც   ბავშვებთან   ერთად   შეძლებისდაგვარად ვიმუშავეთ მოკლე დროში.   მუშაობა   ძალზე   ნაყოფიერი   აღმოჩნდა ,  რაც  უდაოდ  ტრენერის  დამსახურებაა.

მეშვიდე დღე

გავეცანით   მოსწავლეთა   პროექტების   შეფასებას ,  თუ   როგორ შეიძლება   გამოვიყენოთ:   შეფასების   რუბრიკები ,  ქულების   მინიჭების სქემები .   ჩეკლისტები   შინაარსის   ათვისების , 21- ე   საუკუნის   და   მაღალი დონის   სააზროვნო   უნარების   განვითარებისათვის   ჩვენ   პროექტზე მუშაობისას . ინტელის   საგანმანათლებლო   სახელმძღვანელო   გამოვიყენეთ პროექტის   თვითშეფასების   რუბრიკის   შევსებისას ;  შევავსეთ   თვითშეფასების   რეფლექსია ,  შევადგინეთ   დაკვირვების ჟურნალი

მეექვსე დღე

გავეცანით თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს თემაში ინტერნეტი,  განვიხილეთ თუ როგორ შეძლონ მოსწავლეებმა ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ვისწავლეთ სასწავლო მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტის არჩევა, გავაკეთეთ word -ის ჟურნალი. ვისწავლეთ PowerPoint-ში სლაიდების მომზადება.

მეხუთე დღე

·          გავუზიარეთ ერთმანეთს  პროექტის პრეზენტაციები . ·          განვიხილეთ გეგმები და მივიღეთ რჩევები და უკუკავშირი . ·          გავეცანით საავტორო უფლებების ნორმებს . ·          ჩვები პროექტისათვის შევქმენით ბიბლიოგრაფიები . ·          ვისწავლეთ ჩამოტვირთულ მასალებზე ლინკის დადება . ·          ვისწავლეთ ციფრულად უკუკავშირის მიღება . ·          ეს დღეც ძალიან დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით .

მეოთხე დღე

გავეცანი  სასწავლო  პროექტის  დაგეგმვას; განვიხილეთ  შეფასების  სხვადადსხვა  მეთოდები; განვიხილეთ  შეკითხვები  და  მივიღეთ  უკუკავშირი; მოსაწონი  იყო  დროში  გაწერილი  შეფასების  გეგმის  მაგალითის  განხილვა,  რომელიც  გვაჩვენებს  შეფასების  გამოყენებულ  ფორმებს,  პროექტზე  მუშაობის  დაწყებამდე,  პროექტის  მსვლელობის  დროს  და  პროექტის  დასრულების  შემდეგ; ვიმუშავეთ  დროში  გაწერილი  შეფასების  გეგმაზე. დღევანდელი დღე იყო შრომატევადი, დიდი  მადლობა  დღევანდელი  დღისთვის

მესამე დღე

გავეცანი  პროექტისთვის საჭირო სტანდარტების შემუშავებას; ვისაუბრეთ, თუ როგორ ჩამოვაყალიბოთ მიზნები  და სასწავლო ამოცანები.  ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით დავსახე მიზნები და ამოცანები  და  ჩავინიშნეთ 21- საუკუნის ლექსიკური სიტყვები; გავეცანი მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების ფორმულირებას.  ვიმუშავეთ პრაქტიკულად და მივიღეთ ტრენერისგან უკუკავშირი. ასევე სხვადასხვა დავალებები; დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.  

მეორე დღე

გავეცანით  ინტელის  ძირითადი კურსის მიზნებს,  რომელიც  ჩვენ დაგვეხმარება  შემოქმედებითი  უნარების  წახალისებასა  და  უკეთესი  სასწავლო შედეგების მიღწევაში;  გავეცანით  მოდულის  შინაარსს,  მოვახდინეთ  იდეების  გენერირება; გავეცანი  21- საუკუნის უნარ- ჩვევებს, ამ უნარებიდან ავირჩიეთ სამი უნარი რომელიც დაგვეხმარება პროექტის უკეთ დაგეგმვაში; გავეცანით  მოდულის  შინაარსს,  მოვახდინეთ  იდეების  გენერირება; ვისწავლეთ  საქაღალდის  შექმნა  და  ერთმანეთში  ჩალაგება; განვიხილეთ  საკითხი, პროექტებით სწავლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;  ვისწავლეთ გზამკვლევის გამოყენება;  მივიღეთ დავალება მოგვეფიქრებინა პროექტის თემა;  ტრენერს წარვუდგინეთ პროექტის სავარაუდო თემები; შევქმენით მასწავლებელთა ბლოგები; შევისწავლეთ ბუკლეტებისა  და გაზეთების შაბლონების დამზადება.